რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართული ოცნების დელეგაციასთან დაკავშირებით - 10 აპრილს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. სავარაუდოდ 10 აპრილსვე გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო და შეუჩერებენ თუ არა ისინი ქართული ოცნების დელეგაციის წევრებს მანდატებს. ოპოზიცია ევროსაბჭოს მხრიდან მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას ელოდება. ამბობენ რომ ევროსაბჭოს მოთხოვნები უცვლელი დარჩება და მთავარი აქცენტი ახალი არჩვნების ჩატარებაზე გაკეთდება. თუმცა პოზიციას არ იცვლის სახელისუფლებო გუნდი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს.