მსოფლიოს ას საუკეთესო კერძში ხაჭაპური მოხვდა. კულინარიულმა გამოცემა TasteAtlas-მა, რომელიც მსოფლიო გასტრონომიის ერთგვარ საზომად მიიჩნევა, 2025 წლის 100 საუკეთესო კერძი დაასახელა.
ას საუკეთესო კერძს შორის პირველი ადგილი კოლუმბიურმა ლეჩონამ დაიკავა. არასდროს გამისინჯავს და სიამოვნებით დავაგემოვნებდი, თუმცა მეორეადგილოსან Pizza Napoletana-ს მირთმევის სიამოვნება ალბათ ბევრს გვქონია. რაც შეეხება მესამე ადგილს, თეისთ ატლასმა ყველაზე პოპულარულ ბრაზილიურ კერძს ფიქანიას მიანიჭა, რომელიც საქონლის ბეჭისგან მზადდება. ათელში მოხვდა ასევე თუქრული ქებაბი და არგენტინული ასადო. რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიოს ას საუკეთესო კერძს შორის მხოლოდ ხაჭაპური მოხვდა. რეიტინგში ხაჭაპური 5 ბალიანი სისტემიდან 4.5-ქულით შეფასებით 46-ე ადგილს იკავებს. გამოცემა წერს, რომ საქართველოში ხაჭაპური ყველაზე გავრცელებული კერძია. ტრადიციულად ხაჭაპური მზადდება ყველის, კარაქისა და კვერცხისგან. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხაჭაპური დაახლოებით 11 სახეობა არსებობს საქართველოში. სხვათა შორის 2023 წელს თეისთ ატლასმა ას საუკეთესო კერძს შორის ხინკალი დაასახელა.