პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეა. ამავდროულად, დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე დაიბარეს, თუმცა მათ კომისიასთან თანამშრომლობაზე საჯაროდ განაცხადეს უარი. ამის საპასუხოდ, კომისიის წევრები ნიკა გვარამიას, ზურა ჯაფარიძისა და ასევე გივი თარგამაზის საქმეებს დღის ბოლომდე პროკურატურას გადასცემენ. ვინ იკითხება ამ წუთებში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.