ევროპის საპასუხო ტარიფების მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების დაპაუზების საკითხს არ განიხილავს, - დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ტარიფები შესაძლოა მუდმივი იყოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი აშშ-სთან სავაჭრო დეფიციტს ძალიან სწრაფად აღმოფხვრის. ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ ის იმ თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა, რომელიც სამართლიანად უნდა წარიმართოს.