პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძეს იბარებს - აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი პარლამენტის მისვლაზე უარს აცხადებს. დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უკვე გამოიკითხა წინა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. ამ დრომდე უცვლელია ოპოზიონერთა მოსაზრება საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამ კომისიაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ - ისინი ამბობენ, რომ ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არიან. ოპოზიციური პარტიების წევრები მიიჩნევენ, რომ პარლამენტში მისვლა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა შეურაცხყოფასა და მმართველი პარტიისთვის ლეგიტიმაციის მინიჭიებას ნიშნავს.