აქციის მონაწილეები 24 საათიანი პროტესტისთვის ემზადებიან - Palitra News

აქციის მონაწილეები 24 საათიანი პროტესტისთვის ემზადებიან

2025-04-08 09:28:39+04:00

აქციის მონაწილეები 24 სთ-იანი პროტესტისთვის ემზადებიან. მოქაქეები რუსთაველის გამზირზე საღამოს 10 სთ-დან შეიკრიბებიან და ხვალინდელ დღეს 9 აპრილის მემორიალთან შეხვდებიან. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, მათ შორის შეკრებილ საზოგადოებას პატიმრების ოჯახის წევრებიც მიმართავენ. დილის 4 საათიდან კი ქაშუეთის ტაძარში ზარები დაირეკება და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმიერების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინება. მოქალაქეები დაშლას არც 9 აპრილის დილას აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ მისცემენ, რადგან, მათივე თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამას არ იმსახურებენ. აქციის მონაწილეებს აქვთ განცდა, რომ სწორედ ქართული ოცნებაა ის ხელისუფლება, რომელიც გმირების ხსოვნას შეურაცხყოფს. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ გუშინდელ აქციაზე სულ მცირე ორი პირი დააკავა.