ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მივიდა - Palitra News

ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მივიდა

2025-04-07 22:33:14+04:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მივიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ლიდერები პრესის წინაშე კომენტარებს ოვალური კაბინეტიდან გააკეთებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ტარიფებსა და სხვა საკითხებს, მათ შორის ირანსა და ღაზაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.