ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა - Palitra News

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა

2025-04-07 20:32:18+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. პროკურატურამ საქმეში არსებული მოწმეები წარმოადგინა. მათ შორის მზია ამაღლობლის საქმის გამომძიებლები. სასამართლოს სხდომაზე, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალაც განიხილეს. პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტის მხარდამჭერებმა აქცია მოაწყეს.