ქართული ოცნება ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში- საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელზეც უკვე გაჟღერდა კრიტიკული გზავნილები ქართული ოცნების მისამართით - Palitra News

ქართული ოცნება ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში- საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელზეც უკვე გაჟღერდა კრიტიკული გზავნილები ქართული ოცნების მისამართით

2025-04-07 20:30:49+04:00

ქართული ოცნება ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში- საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელზეც უკვე გაჟღერდა კრიტიკული გზავნილები ქართული ოცნების მისამართით. უშუალოდ საქართველოში არსებულ ვითარებასთნ დაკავშირებით კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 10 აპრილს იმსჯელებს. სავარაუდოდ 10 აპრილსვე გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო და შეუჩერებენ თუ არა ისინი ქართული ოცნების დელეგაციის წევრებს მანდატებს. ოპოზიცია ევროსაბჭოს მხრიდან კრიტიკული გზავნილების მოლოდინშია. თუმცა პოზიციას არ იცვლის სახელისუფლებო გუნდი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს.