„ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში- საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს თუმცა როგორც ცნობილი გახდა საქართველოში არსებულ ვითარებასთნ დაკავშირებით გადაუდებელ დებატები 10 აპრილს გაიმართება. სავარაუდოდ 10 აპრილს გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო და შეუჩერებენ თუ არა ისინი ქართული ოცნების დელეგაციის წევრებს მანდატებს. ოპოზიცია ევროსაბჭოს მხრიდან მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას ელოდება. თუმცა პოზიციას არ იცვლის სახელისუფლებო გუნდი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს.