სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინაზე ოკუპანტი რუსეთის მხრიდან აგრესიული თავდასხმები გრძელდება. ამ ფაქტს ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან და რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გმობენ. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი უკრაინის მუდმივი დაბომბვით სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზებას დასცინის. მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინა უპირობოდ დათანხმდა დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიან შეთავაზებას, მაგრამ რუსეთი ომს განახლებული ინტენსივობით აგრძელებს. ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთისგან ქმედითი ნაბიჯების საჭიროებაზე ნატოს გენერალური მდივანიც საუბრობს. როგორ ვითარდება მოვლენები სამშვიდობო მოლაპარაკებების გარშემო და რას ამბობენ საერთაშორისო ლიდერები.