აჭარის უმაღლეს საბჭოში მედიისთვის დახურულია პლენარული სხდომა, რომელზეც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ - Palitra News

აჭარის უმაღლეს საბჭოში მედიისთვის დახურულია პლენარული სხდომა, რომელზეც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ

2025-04-07 12:42:59+04:00

აჭარის უმაღლეს საბჭოში მედიისთვის დახურულია პლენარული სხდომა, რომელზეც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ. ჟურნალისტთა ნაწილი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრიბა - ადგილზე დაწყებულია საპროტესტო აქცია. მედიის წარმომადგენლები დღევანდელ სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ამასთან, ჟურნალისტები სოლიდარობას უცხადებენ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომლის სასამართლო პროცესი სწორედ დღეს გაიმართება. როგორც ცნობილია, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ოპოზიციის წევრები არ ესწრებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში არალეგიტიმური მთავრობაა.