"ინდიგოს" ჟურნალისტს, საბა სორდიას, იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს - ინფორმაციას მედიასაშუალების ხელმძღვანელი ავრცელებს. ამასთანავე, "ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როდის იქნება სასამართლო პროცესი. პოლიციამ ჟურნალისტი საბა სორდია გუშინ დააკავა. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. როგორც იზოლატორში შესულ ადვოკატს გუშინ საბამ განუცხადა, ის მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოსთხოვა. სორდიას განცხადებით, წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და პირადობის გადაცემის შემდეგ, პოლიციელებმა უკვე ჩანთის გახსნა მოითხოვეს, სორდიამ ჩანთაც გახსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა თავად სცადეს ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნა, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა - როგორც დაკავებული ჟურნალსტი აღნიშნავს, ამ დროს პოლიციელებმა ის მანქანაში ჩასვეს და მარჯანიშვილზე მდებარე განყოფილებაში გადაიყვანეს.