საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „შეხვედრა დემოკრატიისათვის” - Palitra News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „შეხვედრა დემოკრატიისათვის”

2025-04-07 09:52:17+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „შეხვედრა დემოკრატიისათვის”. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთმა საქართველოში თავისი მარიონეტებისა და ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას. მე-5 პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ საქართველო ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად იქცეს. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება და ეს ევროკავშირისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს.