ოზგურ ოზელის განცხადებით, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად ქვეყანაში აქციები გაგრძელდება - Palitra News

ოზგურ ოზელის განცხადებით, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად ქვეყანაში აქციები გაგრძელდება

2025-04-07 09:51:20+04:00

თურქეთის ოპოზიციის ლიდერის, ოზგურ ოზელის განცხადებით, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად ქვეყანაში აქციები გაგრძელდება. მანვე, „რესპუბლიკური ხალხის პარტიის“ რიგგარეშე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი პარტია ყოველ შაბათ-კვირას მოაწყობს საპროტესტო აქციებს სხვადასხვა ქალაქში, დამატებით დემონსტრაციებს კი სტამბოლის სხვადასხვა რაიონში ყოველ ოთხშაბათ საღამოს ჩაატარებს. თურქეთში საპროტესტო აქციები 19 მარტს დაიწყო, როდესაც იმამოღლუ, რომელსაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევენ, კორუფციის ბრალდებით დააკავეს, რასაც მომიტინგეები, ოპოზიციური პარტიები, ევროპელ ლიდერთა ნაწილი და უფლებადამცველები პოლიტიზებულ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებენ.