ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთი უკრაინის მუდმივი დაბომბვით სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზებას დასცინის - Palitra News

ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთი უკრაინის მუდმივი დაბომბვით სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზებას დასცინის

2025-04-07 09:48:46+04:00

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის მუდმივი დაბომბვით სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზებას დასცინის. მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინა უპირობოდ დათანხმდა დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიან შეთავაზებას, მაგრამ რუსეთი ომს განახლებული ინტენსივობით აგრძელებს. მაკრონის განცხადებით, რუსეთმა დაბომბვა უნდა შეწყვიტოს და უკრინაში საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს.