მიმდინარე კვირაში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დიდი ალბათობით, კიდევ რამდენიმე პირს გამოკითხავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ აგვისტოს ომისა და წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოძიება, მოქალაქეთა ყურადღების გადატანას ემსახურება. „ქართული ოცნების“ წევრები კი მორიგ სხდომაზე „პარტია გახარია საქართველოსთვის“ წევრების დაბარებასაც არ გამორიცხავენ. გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ დაბარების შემთხვევაში პარლამენტში მივლენ, რათა, მათივე განცხადებით, მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ მმართველობის შესახებ სიმართლე გაიგონ.