თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და ISFED-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და ISFED-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

2025-04-07 09:44:45+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და ISFED-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მომჩივანები ცესკოს იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები, მათ შორის დამკვირვებელი ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვეღარ შეძლებენ. ოპოზიციაში და მესამე სექტორში ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბანზე ხმებით მანიპულირება უფრო მარტივი გახდება. ცესკო-ს წარმომადგენლის მტკიცებით კი, უწყებას ამ ნორმატიული აქტის მიღებით კანონი არ დაურღვევია, რაც მათივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა.