აჭარის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას 7 აპრილს უყრის კენჭს.
როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, სულხან თამაზაშვილმა აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დატოვა.
მან ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმა და ხედვებიც უკვე გააცნო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ 4 აპრილს დატოვა, მან გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელით შეატყობინა.
როგორც ცნობილია, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ოპოზიციის წევრები არ ესწრებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში არალეგიტიმური მთავრობაა.