ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება, - უცხოური მედიების ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონს ორშაბათს, 7 აპრილს ეწვევა. გამოცემების ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ს მიერ ისრაელისთვის დაწესებული ტარიფების მოხსნის საკითხს, ირანის ბირთვულ კრიზისსა და ღაზაში არსებულ ვითარებას განიხილავს. 2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელიდან აშშ-ში იმპორტზე 17%-იანი ტარიფი დააწესა.