უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება - მისი განცხადებით, აგრესორი ქვეყნის ქმედებები ცალსახად მეტყველებს, რომ პუტინს რეგიონში მშვიდობის დამყარება არ სურს. უკრაინის ლიდერის განმარტებით, ყოველი რაკეტა და თავდასხმითი დრონი ადასტურებს, რომ რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს. ზელენსკი ერთადერთ გამოსავალს მსოფლიოს მხრიდან პუტინზე ზეწოლის გაძლიერებაში ხედავს და აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს აქვთ უნარი რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგონ.