დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კადეტთა მე-9 საერთაშორისო კვირეული დასრულდა. კადეტებს, პროგრამის წარმატებით დასრულება აკადემიის რექტორის მოადგილემ, შტაბის უფროსმა - პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა მიულოცა. გამოვლენილი ინტერესისა და აქტიურობის გამო, პოლკოვნიკმა კადეტებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება, საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის განმტკიცებას, სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საქართველოს უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.