უწყვეტი პროტესტის 129-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გაიმართება - Palitra News

უწყვეტი პროტესტის 129-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გაიმართება

2025-04-05 13:37:05+04:00

უწყვეტი პროტესტის 129-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გაიმართება. აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. თბილისში 19:00 საათზე - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაიწყება, რის შემდეგაც 20:00 საათზე აქცია პარლამენტთან გაგრძელდება. რაც შეეხება რეგიონებს, აქციები გაიმართება გორში, ახალციხეში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისსა და ჩხოროწყუშიც. მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას და გსაპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.