თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პროცესი ჩაინიშნა. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს. გუშინ პროკურატურამ ოპოზიციონერ ლიდერს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ბრალდება კი ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება