დადგება თუ არა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში - ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ესტონეთი ამ მოწოდებით უკვე გამოვიდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგშია და ამ პროცესის დაწყებას 15 წევრი ქვეყანა სჭირდება. ქართულ ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნები“ ქმედებების გამო ქართველი ხალხი არ უნდა ისჯებოდე, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უკიდურეს ზომებსაც მიმართონ. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც მმართველი პარტია ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერების მიმართ კრიტიკას არ მალავს.