გადაიტვირთება თუ არა ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს შორის - შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გავრცელებული პოზიციის ფონზე, ქართული ოპოზიცია მმართველი პარტიის შეცვლილ რიტორიკაზე მიუთითებს. ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებსაც იხსენებენ. რა მოსაზრებები გვესმის საქართველოსა და შტატებს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ასევე რა პროგნოზი კეთდება აღნიშნულ საკითხზე და უფრო კონკრეტულად რას ამბობენ ამ თემაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები.