საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები პროტესტის ახალ ეტაპზე გადადიან. აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს დაანონსებულ საპრიტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც უერთდებიან. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დაგეგმილი დემონსტრაცია პარლამენტთან დაიწყება, რის შემდეგაც მოქალაქეები ადგილზე გვიან ღამემდე დარჩებიან და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მმართველ პარტიაშიც გამოეხმაურნენ.