სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ანრი ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ ოხანაშვილს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოუსმინეს. მან საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ასევე უცხოური ძალების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციის შეფერხებისა და პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობებზე ისაუბრა. რა გეგმები აქვს სუს-ის ახალ უფროსს?