სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პარლამენტმა თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას 79 ხმით მხარი დაუჭირა. ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა. მანამდე მას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. ანრი ოხანაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ასევე უცხოური ძალების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციის შეფერხებისა და პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობებზე ისაუბრა.