ისრაელში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის შტაბ-ბინასთან ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. „როიტერის“ ინფორმაციით, მოგვიანებით აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. საპროტესტო აქციაში სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ნათესავები მონაწილეობდნენ. დემონსტრაცია გაიმართა თელ-ავივში მდებარე უნგრეთის საელჩოსთანაც, სადაც შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში სახელმწიფო ვიზიტი გააპროტესტეს.