დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რუსეთის წარმომადგენელი აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა - Palitra News

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რუსეთის წარმომადგენელი აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

2025-04-04 09:31:03+04:00

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რუსეთის წარმომადგენელი აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება ევროპას არ გამოუვიდა, თუმცა თავად , ოპტიმისტური მოლოდინები აქვს. პარალელურად, რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას განიხილავენ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის ვაშინგტონს, ვლადიმერ პუტინის დავალებით ეწვია. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახლო გარემოცვა ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტთან იქამდე არ დარეკოს სანამ ის ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდება. ინფორმაციას NBC News-ი ტრამპის ადმინისტრაციის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.