საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევის თანახმად, 2024 დეკემბრის მდგომარეობით, ალკოჰოლური სასმელების სექტორის პორტფელი მილიარდ 400 მილიონი ლარია, საიდანაც დაახლოებით 50% ლარშია დენომინირებული. აღნიშნული პორტფელი მთლიანი ბიზნეს სექტორის პორტფელის თითქმის 4%-ს შეადგენს. ინდუსტრია სტაბილურად მზარდია და ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას საექსპორტო ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლური სასმელების პორტფელის 31% დაფინანსებულია სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში. კვლევის პრეზენტაციას ფინანსური და ბიზნეს სექტორის, ასევე საჯარო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.