გაფართოვდება თუ არა ბრიტანეთის მხრიდან სანქცირებულ პირთა სია. ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოლოდინები დადებითია. მხარეები ყურადღებას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ამახვილებენ. ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები პარტნიორების ყურადღების მიღმა არ დარჩება. ოპოზიცია ყველა იმ პირის სანქცირებას ელის, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობს.