გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით და მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს. გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს მოუწოდებს, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები.