გადაიტვირთება თუ არა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გავრცელებული პოზიციის ფონზე, ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ქართული ოცნების მიერ გაჟღერებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს იხსენებენ. ამბობენ, რომ სიცრუე იყო ყველა ის გზავნილი, რომელსაც მმართველი პარტია ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით აჟღერებდა.