„გლობალ ნიუსისთვის“ გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს ეხება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განმრატავს, რომ ჩვენი ქვეყანა ოპოზიციისადმი დაწესებული ცენზურით, ოპონენტების ციხეში ჩასმითა და ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებს. აშშ-ში საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებიან კონკრეტული ნაბიჯებს, რათა ამერიკულ მხარესთან ურთიერთობი გაუმჯობესდეს. აღნიშნულ თემას ქართულ ოპოზიციაში გამოეხმაურნენ - „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის არაა გასაკვირი, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის შემდეგ, კრიტიკული ტონი კვლავ შეინარჩუნა. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ საქართველოს შესახებ ოფიციალურ გზავნილებს არა გამოცემებიდან, არამედ დიპლომატიური არხებიდან ელოდება.