აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტარიფების პაკეტი წარადგინა - აშშ იმპორტზე მინიმუმ 10%-იან საბაზისო ტარიფებს თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწესებს, ტარიფები ეხება საქართველოსაც. თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ამერიკის ლიდერმა "განთავისუფლების დღე" უწოდა, აღნიშნა, რომ 20%-იანი ტარიფები ევროკავშირზეც გავრცელდება. პარალელურად, აშშ-ის ლიდერი უახლოეს საათებში 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე აამოქმედებს. დასავლური მედია წერს, რომ ამერიკის ახალი პოლიტიკა გლობალური სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებებით დრამატულ ცვლილებას წარმოადგენს