საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო პასუხი დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე თუ უსამართლო შანტაჟი? - დიდი ბრიტანეთის მხრიდან ორი ქართველი მოსამართლის დასანქცირებამ მოსაზრებები ორად გაყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამოქმედებული შეზღუდვები მხოლოდ მოსამართლე ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის სანქცირებით არ შემოიფარგლება. ოპოზიციაში ადასტურებენ, რომ სანქციების გაფართოების მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად მუშაობენ. ორი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ ამოქმედებული ბრიტანეთის სანქციები საბანკო ანგარიშების დაყადაყებას ითვალისწინებს.