აშშ დიდი ბრიტანეთისთვის იმპორტზე 10%-იან და ევროკავშირისთვის 20%-იან ტარიფებს აწესებს - როგორ პასუხობენ ამერიკის ტარიფებს ქვეყნის ლიდერები - Palitra News

აშშ დიდი ბრიტანეთისთვის იმპორტზე 10%-იან და ევროკავშირისთვის 20%-იან ტარიფებს აწესებს - როგორ პასუხობენ ამერიკის ტარიფებს ქვეყნის ლიდერები

2025-04-03 12:38:17+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტარიფების პაკეტი წარადგინა - აშშ დიდი ბრიტანეთისთვის იმპორტზე 10%-იან და ევროკავშირისთვის 20%-იან ტარიფებს აწესებს. თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ამერიკის ლიდერმა "განთავისუფლების დღე" უწოდა, აღნიშნა, რომ მინიმუმ 10%-იანი საბაზისო ტარიფი მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც დაუწესდება. ტრამპის თქმით, უახლოეს საათებში 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე აამოქმედებს. დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ს ახალი პოლიტიკა გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკაში დრამატულ ცვლილებას წარმოადგენს.