გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აბაშიში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებული რეგიონული ცენტრი დაათვალიერა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სამუშაო შეხვედრაზე, სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მავნებელთან ბრძოლის მიდგომებსა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. აღინიშნა რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული. ადგილობრივი თვითმმართველობა ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინირებულად მონაწილეობს ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში.