სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულ მუშაობას „წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატში გააგძელებენ. თანამშრომლობის მიუხედავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აცხადებენ,რომ ზურაბიშვილისგან უფრო მეტ კონკრეტიკას ელოდნენ სამომავლო გეგმების, აქციებისა და თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე. საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა. რა გზავნილები გააჟღერა სალომე ზურაბიშვილმა, ეკა უშხვანი გვეტვყვის