მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 886-ს აღწევს. მიანმარის სახელმწიფო ადმინისტრაციის საბჭოს ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 4 639-მდე გაიზარდა, ხოლო 373 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მმართველმა სამხედრო ხუტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა, დაღუპულთა რაოდენობა 21-ს აღწევს, ნანგრევების ქვეშ კი ათობით მუშა რჩება.