ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციებს აფართოებს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ოპერაცია ტერორისტებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურისგან ტერიტორიის გაწმენდის მიზნით გაფართოვდება, ხოლო დაკავებული დიდი ტერიტორიები ისრაელის უსაფრთხოების ზონაში გაერთიანდება. თავდაცვის მინისტრი ღაზის სექტორის მოსახლეობას „ჰამასის“ დასამხობად და მძევლების დასაბრუნებლად დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.