აშშ-ს ახალი ტარიფები ძალაში შედის - რას აცხადებენ ქვეყნების ლიდერები - Palitra News

აშშ-ს ახალი ტარიფები ძალაში შედის - რას აცხადებენ ქვეყნების ლიდერები

2025-04-02 12:41:27+04:00

აშშ-ს ახალი ტარიფები ძალაში შედის. თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლაინ ლივიტის განცხადებით, ახალი სავაჭრო ტარიფების გამოცხადება თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იქნება. ლივიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა აშშ-ში ბოლოდროინდელ უცხოურ ინვესტიციებზე, როგორც მტკიცებულებაზე, რომ ტარიფები ამერიკისათვის უკვე დადებითად მოქმედებს. მექსიკა, კანადა და დიდი ბრიტანეთი ამერიკულ ტარიფებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ. რას ამბობენ ქვეყნების ლიდერები და როგორია აშს-სთან ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივა.