50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის და იმ აქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ, ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ კრემლი უკრაინაში მშვიდობაზე უარს იტყვის. „რესპუბლიკელი“ სენატორის, ლინდსი გრეჰემისა და „დემოკრატი“ სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, აშშ-ის სენატში დომინანტური შეხედულებაა, რომ რუსეთი აგრესორია, პუტინის ომი უნდა დასრულდეს და მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. სენატორები ირწმუნებიან, რომ ახალ სანქციებს მხარს კონგრესის ორივე პალატა დაუჭერს.