რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს. რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე, დრონების გამოყენებით, მასიური თავდასხმა განახორციელეს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქში სულ მცირე 15 აფეთქების ხმა გაისმა. ბოლო მონაცემებით, იერიშების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 წლის და 9 თვის ასაკის ბავშვები არიან. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ობიექტების ნაწილზე კი ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის რაოდენობა მარტში თებერვალთან შედარებით გაორმაგდა.