კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, „თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის“ მერვე კლასის მოსწავლეები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეები BBC ის აკადემიის მასალების მეშვეობით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების მეთოდებს გაეცნენ. შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია, მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი“ მონაწილეობის მიღება მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს 10 აპრილამდე შეუძლიათ.