გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 7 აპრილს გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით დაიწყება. როგორც ადვოკატი მაია მწარიაშვილი აცხადებს, მოწმეებს ვიდეომტკიცებულებებში სახე დაფარული აქვთ, შესაბამისად მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია. უწყვეტი ვიდეო კადრების სახით მტკიცებულებებს წარადგენს დაცვის მხარეც, რომელიც პარალელურად ამაღლობელის საჩივრის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას გეგმავს. გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.