პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს განახლდება. მეცხრე სხდომაზე განსახილველი საკითხები საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს შეეხება. კომისიის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა ჯემალ წიკლაურსა და გიორგი ზერეკიძეს მოუწევთ. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბოლო რამდენიმე სხდომის განმავლობაში აქტიურად განიხილავდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხსაც, რომელმაც კრიტიკული შეფასებები გამოიწვია როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ასევე ექსპერტების მხრიდან.