სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე დისტანციურად სიტყვით წარსდგა - რაზე ისაუბრა ქვეყნის მე-5 პრეზიდენტმა ბრიტანელი კანონმდებლების წინაშე - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე დისტანციურად სიტყვით წარსდგა - რაზე ისაუბრა ქვეყნის მე-5 პრეზიდენტმა ბრიტანელი კანონმდებლების წინაშე

2025-04-01 20:40:39+04:00

სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე დისტანციურად სიტყვით წარსდგა. საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ის საპროტესტო აქციები, რომლებიც მას შემდეგ უწყვეტად გრძელდება. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. კიდევ რაზე ისაუბრა ქვეყნის მე-5 პრეზიდენტმა ბრიტანელი კანონმდებლების წინაშე?